„დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში”,- ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმიმიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმითვე, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არდაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი.
„დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევევავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ისე ყველა წამყვან დიდეკონომიკებთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენ მიერ გადადგმულინაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნისრეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. ამას სჭირდებაწახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. მე მჯერა ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას დაჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, გამთლიანებას”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.