მოიცა და თქვენ მართლა გგონიათ რომ ბიზნესი დაეთანხმება მთავრობას, მართალია ფასების შემცირება შეიძლებაო და მეორე დღეს მაღაზიებში იაფი პროდუქტი დაგხვდებათ? - ამის შესახებ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პროდუქტის სიძვირის მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკი და მათი პოლიტიკაა.

„რანაირად შეიძლება სერიოზულად აღიქვათ მთელი ეს პროცესი? მთავარი მიზეზი ჩვენთან ფასების ზრდის არის ეროვნული ბანკი და მათი მონეტარული პოლიტიკა და თქვენი აზრით, ვინმე მივა ეროვნულ ბანკთან და პასუხს მოსთხოვს?

პროდუქტებზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესია და ეს ისევ გაგრძელდება, რადგან ეროვნული ბანკი ასევე გააგრძელებს ქვეყანაში ფულის მასის ზრდას იმაზე მეტად, ვიდრე ეკონომიკა იზრდება.. ხოდა, არ გინდათ ეს მიამიტობა… და ნურც ამ წარმოდგენას აჰყვებით!

P.s ირანში აქციები დაიწყო სოციალური პრობლემების გამო, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყოს მაღალი ფასები.. ჰოი საოცრებავ, იქ “ფულის ბეჭდვა” იმდენად სწრაფად ხდებოდა რომ ლოგიკური ასახვა იყო ცხოვრების გაძვირება…

შეიძლება სადღაც რაღაცა გააიაფონ (მთავრობას არ აწყენინონ), მერე ამას გააშუქებენ და აგერ ბატონო ხო გაგიიაფეთ ხალხო ცხოვრებაო ამას გეტყვიან, მაგრამ რეალობა ის იქნება რაც ახლა გვაქვს…

არა მგონია ეს ვინმემ გაიგოს, რადგან წლებია ამას ვხსნით, თუმცა არავინ უსმენს სიმართლეს!“, - წერს ნოდარ სირბილაძე.