თურქეთის ქალაქ ყარსში, ყარსი-იღდირი-არალიკი-დილუჯუს რკინიგზის პროექტის ფარგლებში, რომელიც თურქეთს ნახიჩევანთან დააკავშირებს, დეპოს მშენებლობა ორ თვეში უნდა დასრულდეს.

Report-ის ცნობით, რომელიც ყარსში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოს ეყრდნობა, დეპოს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ამჟამად საძირკვლისთვის ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობს.

ყარსი-იღდირი-არალიკი-დილუჯუს რკინიგზის პროექტი მოიცავს ხუთი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11,5 კმ-ია.

მარშრუტის გასწვრივ ასევე დაგეგმილია ხუთი სადგურის აშენება: დიგორის, თუზლუჯის, იღდირის, არალიკის და დილუჯუს ქალაქებში.

პროექტის თანახმად, ახალ ხაზზე მატარებლების სიჩქარე 160 კმ/სთ-მდე იქნება.

პროექტის დასრულება 2029 წლის 24 სექტემბერს იგეგმება.

ცნობისთვის, პროექტის მენეჯერ ოსმან ბესერექის განმარტებით, თურქეთის ყარსს, იგდირსა და აზებაიჯანის ნახიჩევანს შორის რკინიგზის პროექტი ინტეგრირებას სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზასთან მოხდება.