საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 20 0002 მეტრზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ჯიარჯისთან ხელშეკრულება გააფორმა.

არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი. რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება მოწყობას, სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობას. 

ავტოსადგომის გაფართოების მიზნით, რითაც გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაფტის მოწყობა, არსებული, 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 600-მდე გაიზრდება. გვსურს მგზავრებს რეაბილიტაციის პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ. გაფართოების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე, ავტოსადგომი ექნება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს,“ - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროექტი 600-მდე ავტომობილზეა გათვლილი და ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავსავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.