"საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის  ნავსადგურებს შორის საკონტეინერო და საბორნე ხაზების რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანად განსაზღვრავს, შავი ზღვის არეალში საქართველოს კავშირებადობის მაჩვენებელს," - ამის შესახებ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ საკითხებზე მომუშავე პორტალი transcor.ge იუწყება

პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია გაეროს 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვით, საქართველო კავშირებადობის მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოში არცთუ სახარბიელო 116 – ე საფეხური უჭირავს, რითაც ჩამორჩება შავი ზღვის აუზის ყველა სახელმწიფოს.

"2025 წლის იანვრიდან, უკრაინულმა სანაოსნო კომპანია, Укрферрі მ  ვარნასა და ბათუმს შორის აღდადგინა შერეული სარკინიზო / საავტომობილო საბორნე  მიმოსვლა. პირველი რეისის განხორციელების შემდეგ, უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ კომპანიის კუთვნილი, საბორნე გემი Vilnius ი, კვირაში ერთხელ განახორციელებს გადაზიდვებს და პერსპექტივაში რეგულარობას შეიძენს. უკრაინული სანაოსნო კომპანიის განმარტებით, პირველი რეისის განხორციელებამდე, არსებობდა საშიშროება, ვარნის ნავსადგურში ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა რეისი ტექნიკურად დაუბრკოლებლივ შესრულდა. ბათუმი – ვარნის მიმართულებაზე უკრაინის სანაოსნო კომპანიის გააქტიურება, გარკვეულწილად კონკორენტულ გარემოს უქმნის ქართულ სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line ს, რომელმაც რამდენიმე თვის უკან დაიწყო ოპერირება ბულგარეთიდან, კერძოდ ვარნიდან განახორციელა სარკინიგზო ვაგონების გადაზიდვა, ვარნა – ფოთი – ვარნის მიმართულებით," - იუწყება transcore.ge.

ლოგისტიკის საკითხების მკვლევრების შეფასებით, შავი ზღვის არეალში უკრაინული კომპანია Укрферрі ს, მიზანი თვალნათელია, აღიდგინოს რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამდე, სავი ზღვის არეალში, საბორნე გადაზიდვებში დომიმანტური და მონოპოლიური მდგომარეობა. მათივე განმარტებით, უკრაინული კომპანია Укрферрі ი, ბულგარულ სანაოსნო კომპანიასთან, პარიტეტულ საფუძველზე გადაზიდვების განხორციელებისას,  ოდიდგანვე შემჩნეული იყო, წინასწარ შეთანხმებულ გაზრდილი ტარიფების გამოყენებაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა საბორნე ხაზების კონკურეტუნარიანობას და მიმზიდველობას, რაც დერეფნის სატრანსპორტო საწარმოების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.

"ახალ რეალობაში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიის საზღვაო გემების ტევადობა სხვდასხვაა, რაც გარკვეულ უპირატესობას აძლევს უკრაინულ კომპანიას, სიტუაცია განსხვავებულია, უკრაინულ სანაოსნო კომპანია Укрферрі ს მოუწევს „ჯამრთელ“ კონკურენციაში შევიდეს ქართულ სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line თან," - წერია transcore.ge-ს სტატიაში.