სოფელ მამკოდაში სააგარაკე-საცხოვრებელი უბნის განაშენიანება იგეგმება. გარემოს დაცვით ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში უკვე წარადგინა. ადგილზე სამუშაოების განხორციელებისთვის განაცხადი ფიზიკურ პირებს - გელა გამჯაშვილსა და ვახტანგ ჯოხაძეს აქვთ წარდგენილი.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სააგარაკე სივრცე გადაჭიმული იქნება გამჯაშვილის საკუთრებაში არსებულ 20-ნაკვეთსა (188 225 კვ.მ.) და მიმდებარედ არსებულ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთებზე (8333 კვ.მ.). ჯამური საპროექტო ტერიტორია 19.6 ჰექტარს აღემატება.

„გეგმარებითი ტერიტორია მდებარეობს მდინარე გლდანისხევის მარცხენა სანაპიროზე და უშუალოდ ესაზღვრება თბილისს. მთლიანი გეგმარებითი ტერიტორია მდებარეობს უშენ ტერიტორიაზე. უახლოეს დასახლებულ პუნქტია სოფელი მამკოდა“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.

სგშ-ს ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე განთავსება ერთბინიანი სააგარაკე საცხოვრებელი კომპლექსი და დამხმარე ნაგებობები. უფრო ზუსტად, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება 170 ნაკვეთი, საიდანაც 167 იქნება საცხოვრებლად განკუთვნილი.

ვრცლად „ბიზნესპრესნიუსზე“