ლენტეხში თამარ მეფის ქუჩა განახლდა. ქუჩის რეაბილიტაცია პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის ფარგლებში ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, სულ ჯამში რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები,

მოეწყობა სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა 4, 935, 828 ლარი, დამატებით იგეგმება 1,800,000 ლარის ინვესტირება.