ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დახურვას ხარი დაუჭირა.

პარლამენტის კონსენსუსის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიიღებს.

ეს არის ირანის ერთგვარი პასუხი აშშ-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე.

ცნობისთვის, სპარსეთის ყურის შესართავთან მდებარე ჰორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული კვანძია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის. სხვა სიტყვებით რომ ვქვათ, ჰორმუზის სრუტე უმნიშვნელოვანეს მარშრუტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მსოფლის ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% მიეწოდება და ნავთობის ძირითადი მწარმოებლები ღია ზღვაზე წვდომას სწორედ ამ გზით იღებენ.

ჰორმუზის ბლოკირება ასევე შეუზღუდავს აშშ-ს სამხედრო გემების სპარსეთის ყურიდან გასვლის შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, ირანი არაერთხელ დაიმუქრა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ეს სრუტე აკავშირებს სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას. ამასთანავე, ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის მეოთხედს ატარებს და Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მისი ბლოკადით ნავთობის ფასებმა ბარელზე შესაძლოა, 100 დოლარსაც კი გადააჭარბოს. Sky News წერს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანისთვის იქნებოდა უკიდურესი ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სრუტით სარგებლობს კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთი, რაც, გარკვეულწილად, მათთან ირანის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს.

ლოგისტიკის ექსპერტების დათვლით,  თუ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოხდა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის პარალელურად, პრობლემა შეიქმნება საზღვაო გადაზიდვებთან მიმართებით.  საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განმარტებით,  თქმით, სრუტის ბლოკადის შემთხვევაში გადამზიდავები აფრიკის შემოვლით გზას მიმართავენ, თუმცა ეს გზა გააძვირებს ხარჯებს, სადაზღვევოს პრემიასა და გაზრდილის გადაზიდვების დროსაც. ცენტრის პრეზიდენტის, პაატა ცაგარეიშვილის თქმით, დაძაბულობის პარალელურად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა საკონტეინერო გადაზიდვებს დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში გააძვირებს.