ძალიან ადიდებული იყო მდინარეები და რამდენადაც ვხვდები, ქვიშა და თიხა ზღვაში ჩარეცხა“, - ასე ეხმაურება „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც შავ ზღვის უჩვეულო შეფერილობა ჩანს.

როგორც ჩხობაძე განმარტავს, პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ წინა დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარეებიდან ჩარეცხილი თიხა და ქვიშა გამოირიყა სანაპირო ზოლზე.

„მე მაინც მგონია, რომ საქმე გვაქვს მდინარეებიდან ჩამონადენის პრობლემასთან. ძალიან ადიდებული იყო მდინარეები ბათუმში და რამდენადაც ვხვდები, ქვიშა და თიხა ზღვაში ჩარეცხა - ამიტომ არის ასეთი ფერის. ეს არის პირველი ვარაუდი, უფრო დეტალურად იკვლევენ და როცა კვლევები ჩატარდება შემდეგ გავიგებთ.

დანალექით ჩანს, რომ ჩატანილი არის თიხა. ასევე, ჩანს რომ, ის ხეებიც მდინარეებიდან არის შემოტანილი. ადგილობრივებს არ ახსოვთ ასეთი ფერის ზღვა, რადგან ძლიერი წვიმა იყო, მაჭახელა იმ დონეზე იყო ადიდებული, რომ თამარის ხიდი თითქმის სავსე იყო. არასდროს არ უნახავთ ადგილობრივებს ასეთი რამ იმიტომ, რომ ათასწლეულში ერთხელ ხდება. აშკარაა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ნალექი ჩაიტანა მდინარემ ზღვაში“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში.

www.bpn.ge