ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მეწარმეობის განვითარება - 247 მილიონ ლარზე მეტი;
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 49 მილიონ ლარამდე;
საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება - 102 მილიონ ლარამდე;
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 149 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოყოფილია 70 მილიონი ლარი, ხოლო 21 მლნ ლარი გათვალისწინებულია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად;
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150 მილიონი ლარი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს