"კრიპტო ბაზრის" დირექტორი ავთანდილ კუჭავა სოციალურ ქსელში მიმართავს საზოგადოების იმ ნაწილს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, ვინც სხვადასხვა მიზეზით ვერ ბედავს, გაიფიცონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გასაპროტესტებლად.

"საჯარო მოხელეების ნააზრევი შემხვდა - ჩვენო თქვენსავით 100 000 ლარი კი არ გვაქვს შემოსავალი 800 ლარზე ვართო და რო გავიფიცო მეორე დღეს რა ვქნაო?

მინდა, ამ აზრის მატარებელ საჯარო მოხელესაც და იმ ადამიანებსაც მოგმართოთ, ვისი შემოსავალიც 200-დან 2600 ლარამდეა.

შემდეგი წლიდან, თუ ეს ყველაფერი არ დასრულდება ან დასრულდება ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაინაღდოს ავტორიტარიზმი:

- თქვენი ხელფასი (ეგ 800 ლარიც) აღარ გეყოფათ კომუნალურებისა და საკვებში (გზაზე და "გულაობაზე" აღარ ვსაუბრობ :)) რადგან ფასი აღარ ექნება მაგ თქვენს ფულს, როგორც აქამდე უფასურდებოდა დღემდე, უბრალოდ უფრო დიდ მასშტაბებში და უფრო სწრაფად .
- მერე აზრი აღარ ექნება თქვენს გაფიცვას ან არ გაფიცვას რატომ იცი? გაფიცულის დამცველი აღარ იქნება დარჩენილი აქ და არც იქნებით ღირსები ვინმემ დაგიცვათ, მერე აღარ გეკუთვნით ეგ პრივილეგია რაც ახლა ხდება გარეთ.
- იცხოვრებთ როგორ იცით? - არ მოკვდებით ანუ იცხოვრებთ და იმუშავებთ იმისთვის, რომ ფული აჭამოთ თქვენს ზემდგომებს და თქვენ უბრალოდ ისუნთქოთ და ასე მიხვალთ წლების მერე სიბერემდე და საკუთარ თავს წლები მოატყუებთ, რომ რამე ღირებული გააკეთეთ და არ დაგიფასდათ, მაგრამ შეეგუებით მაგასაც (ვინც შემგუებელი არაა ახლაც ყოფნის ერთი ადგილი აბა).
ადრე გიწინასწარმეტყველეთ საწვავის ფასები და ლარის კურსი, პროდუქტების ფასები და ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა 1 წელიწადში როგორც მეწერა.
ახლა უარესი გელოდებათ.
მედიკამენტებზე, სესხებზე, საწვავზე და ასეთებზე აღარც მაქვს საუბარი, მე ახლა გესაუბრებით სიცოცხლისთვის აუცილებელ პროდუქტებზე - ხორბალზე, პურზე, ტყემალზე, თორემ ყველი რომ ვახსენო სირცხვილია ან ხორცი.
ამიტომ ვინც "ვერ ბედავთ" და ვინც "800 ლარიანი ხელფასით 1 დღე რო გავიფიცო მოვკვდები"-ს აწვებით მაინც იგივე გელით უბრალოდ მომავალში და უბრალოდ უარეს ფორმებში რადგან იქიდან უკვე ამოსასვლელი აღარ არსებობს. ახლა კიდევ გვაქვს შანსი გადავარჩინოთ ეკონომიკაც, პოლიტიკაც და ბოლო ბოლო ღირსებაც.
მოკლედ სამშობლოსთვის "ვერ" აკეთებთ, მაგრამ საკუთარი ტყავისთვის მაინც მოგიწევთ და ჯობია იქამდე ქნათ გასაკეთებელი სანამ ჯერ კიდევ თქვენც და ჩვენც გვაქვს შანსი რაიმესი, მერე გვიანი იქნება.
ა, კიდე რატომ დაგერხევათ ნებისმიერ შემთხვევაში და უარესად მომავალში ამათ ხელში იცით?
ჯერ ლეგიტიმურებიც არ არიან და უკვე გადასახადები გაზარდეს, თუ ეწევით იცოდეთ რომ გადახდილი 7-8 ლარიდან 5-6 ლარი მთავრობას მიაქვს ჯიბეში. ანუ 2 ლარიან პროდუქტში იხდით 5-6 ლარით მეტს.
ელექტროენერგიამ არჩევნების დასრულებისთანავე მთელს საქართველოში დაიწყო გათიშვა (ფასები მოიმატებს რომ იცოდეთ). და წარმატებები "სტაბილურ" საქართველოში თქვენ თუ ეგაა თქვენი არჩევანი (ნუ ვიცი რომ ქვეყნის 65 %-ს არჩევანი არაა ეს მაგრამ იმ 35 %-ს გეხებათ)", - წერს  კუჭავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გასულ კვირას ბიზნესსსექტორის 50-მდე წარმომადგენელი დღეს "ბიუზნესმედიის" პირდაპირ ეთერში მსჯელობდა კრიზისიდან გამოსავალზე. მრავალ მოსაზრებათანაგ, როგორიცაა გადასახადების არგადახდა, დაუმორჩილებლობა, მუშაობის შეჩერება და სხვა, კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად დასახელდა ბიზნესის ერთიანობა, პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება და აქციებზე მოსახლეობის გვერდით დგომა. ამას ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესი აკეთებს, თუმცა, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები დუმან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, შეფასებით, ის ბიზნესმენები, საქმიანი წრის წარმომადგენლები, მთლიანი შიდა პროდუქტის, ქვეყნის დოვლათის, შექმნელები, დამსაქმებლები, რომლებიც დღეს  ღიად გმობენ "ოცნების" შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ კურსს,  არიან დაბულინგებულები, ანაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ.