"მეოთხედ სცადეს დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი. როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი, რასაც აკეთებდნენ იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა. ჩვენ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში, არავის მოსწონს „მაიდნის“ მცდელობა, ჩავარდნილიც კი. ჩავარდა, დამთავრდა „მაიდნის“ მცდელობა. „მაიდნის“ მოწყობის მე-4 მცდელობა იყო 4 წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

მისი მტკიცებით, ბიზნესმენები, საქმიანი წრის წარმომადგენლები, მთლიანი შიდა პროდუქტის, ქვეყნის დოვლათის შექმნელები, დამსაქმებლები, რომლებიც დღეს  ღიად გმობენ "ოცნების" შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ კურსს,  დაბულინგებულები არიან, ანაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ.

ცნობისთვის, ბიზნესის ნაწილი დღეს სახელისუფლებო კურსს არ იზიარებს. ბიზნესს სექტორის 50-მდე წარმომადგენელი დღეს "ბიუზნესმედიის" პირდაპირ ეთერში მსჯელობდა კრიზისიდან გამოსავალზე.