აპრილში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 7.3 მლნ ლარით გაიზარდა და 444.9 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 42.9% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.2%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა. აპრილში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.8%-ით, 24.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 10.6%-მდე შენელდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.3 პპ-იანი წვლილი შეიტანა.

უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის შემცირება ძირითადად ბიზნეს სესხების შემცირებით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პპ-ით შემცირდა, იპოთეკური სესხების წვლილი კი 0.1 პპ-ით შემცირდა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და მთლიან სესხებში 3.5%-იანი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნულია სებ-ის თვის მიმოხილვაში.