ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2023 წლის თებერვალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 60.2 მლნ-ზე მეტი ოპერაცია, თანხობრივად 4.9 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადში (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე) 708 მლნ-მდე ოპერაცია განხორციელდა, რომელმაც 61.5 მლრდ ლარი შეადგინა.
ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის თებერვალში 540 მლნ ლარი შეადგინა, ერთ წელიწადში კი თითქმის 6.2 მლრდ ლარი, რაც 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 93%-ით (3.2 მლრდ ლარით) აღემატება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2023 წლის თებერვალში 570 087 შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7 380 023 ერთეულია.