უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, უბრალოდ შეიძლებელია, ამ პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მიღება.
„სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა. 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!
“ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული..საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის.” / ეს. 42,22/“, - წერს მეუფე ზენონი.
შეგახსენებთ, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსება ჯამურად 60 მილიონ ლარს გაუტოლდა.
არაა ცნობილი, რამდენი იყო აქედან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ასევე ირლანდიის ეპარქიების დაფინანსება.