ოქტომბერში სავალუტო რეზერვების მოცულობა 628 მლნ დოლარით შემცირდა, ბოლო ორ თვეში 754 მლნ-ით, ბოლო 10 თვეში 925 მლნ-ით, ხოლო ბოლო 15 თვეში 1.3 მლრდ-ზე მეტით.
ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გუშინ გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რეზერვების ზომა 4.08 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული.