ლარი 2025 წლის განმავლობაში გამყარდა, რასაც მხარს უჭერდა ძლიერი სავალუტო შემოდინება, რამაც ეროვნულ ბანკს რეზერვების აღდგენის საშუალება მისცა. ჩვენ ველით, რომ ის 2026 წელსაც სტაბილური დარჩება და ლარის საშუალო კურსი 1 დოლარზე 2.70 იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart თვის მიმოხილვაში აქვეყნებს.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.3%-მდე გაიზრდება.
„ჩვენი განახლებული პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2025 წელს, რაც შემცირებულია წინა 5.0%-იანი პროგნოზიდან. 2026 წელს კი, ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირედით მშპ-ის 3.3%-მდე გაიზრდება“, - წერია მიმოხილვაში