2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 451.4 მლნ ლარით, ანუ 0.67 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.45 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის მარტის ბოლოს 67.3 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის 3 თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების რეიტინგი მთლიანი აქტივების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • საქართველოს ბანკი - 26,007,804 ლარი (2022 წლის პირველი კვარტალი 22,869,746 ლარი), ზრდა 13.5%.
  • თიბისი ბანკი - 25,439,030 ლარი (2022 წლის პირველი კვარტალი 23,862,371 ლარი), ზრდა 6.45%.
  • ლიბერთი ბანკი - 3,701,357 ლარი (2022 წლის პირველი კვარტალი 3,250,393 ლარი), ზრდა 13.84%.
  • ბაზის ბანკი - 3,040,064 ლარი (2022 წლის პირველი კვარტალი 2,818,879 ლარი), ზრდა 7.1%.
  • კრედო ბანკი - 2,212,851 ლარი (2022 წლის პირველი კვარტალი ლარი 1,786,832 ლარი), ზრდა 23.5%.

2023 წლის მარტის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.