„თიბისი ბანკის“ მფლობელი დივიდენდების გადახდას გეგმავს.

ლონდონის საფონდო ბირჟის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკის დირექტორთა საბჭო აქციონერებს დასამტკიცებლად სთავაზობს 2022 ფინანსური წლისთვის  მთლიანი დივიდენდის სახით თითო აქციაზე 5.45 ლარის გაცემას, აქედან 2.5 ლარი შუალედური დივიდენდის სახით, 2022 წლის 14 ოქტომბერს ბანკმა აქციონერებზე უკვე გასცა.

TBC PLC აცხადებენ, რომ თუ აქციონერები მხარს დაუჭერენ დივიდენდების გაცემის შესახებ დოკუმენტს, საბოლოო დივიდენდი, რომლის ფასი ერთ აქციაზე 2.95 ლარი იქნება, გადაეცემა 2023 წლის 14 ივნისს აქციონერებს, რომლებიც იმყოფებიან წევრთა რეესტრში 2023 წლის 12 მაისისთვის. გადახდა მოხდება ფუნტ სტერლინგში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარი/ფუნტი სტერლინგის 2023 წლის 15 მაისის  გაცვლითი კურსი იქნება გამოყენებული ვალუტის კონვერტირების თარიღის კურსად.

TBC PLC-ის ძირითადი აქციონერები არიან:

• მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - 16.04%;
• Dunross & Co. - 6.58%;
• Allan Gray Investment Management - 5.66%;
• BlackRock - 3.99%
• Vanguard Group - 3.91%;
• Fidelity International - 3.88%
• JPMorgan Asset Management - 3.86%
• EBRD - 3.54%.