2024 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 18.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით ნაკლებია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 10%-ით ნაკლები იყო და სულ 16 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2024 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 13.5% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი. მოქმედი კანონმდებლობა,აღნიშნული პერიოდის მიმდინარეობისას მაუწყებლებს უფლებას აძლევს საკუთარ ეთერში განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად,საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისთვის დათმობილი დრო განაწილდა კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს შორის, რამაც კომერციული რეკლამისათვის დათმობილი დრო შეამცირა. გამომდინარე იქედან, რომ ComCom-ის ანგარიშები მოიცავს მხოლოდ კომერციული სარეკლამო შემოსავლების ანალიზს, ანგარიშში ფასიანი პოლიტიკური რეკლამით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული არ არის.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის III კვარტალში კვლავტელეიმედსჰქონდა, რომლის შემოსავალიც 5.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.7 მილიონი ლარით ნაკლებია. 2.1 მილიონი ლარი მიიღორუსთავი 2“-მა(მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.2 მილიონი ლარით შემცირდამთავარი არხისშემოსავალი და 1.6 მილიონს გაუტოლდა. მიმდინარე წლის III კვარტალში 1.4 მილიონი ლარი მიიღოპოსტვ“-იმ, რაც გასულ წელთან შედარებით 0.4 მილიონით ნაკლებია.უცვლელი დარჩატელეკომპანია პირველისკომერციული შემოსავალი, რომელმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და0.8 მილიონი შეადგინაფორმულასშემოსავალმა, ხოლობი ემ ჯი“-ის შემთხვევაში, კომერციული შემოსავლები 0.1 მილიონით გაიზარდა და 0.8 მილიონს გაუტოლდა. „ჯი-დი-ეს თი-ვი“-იმ 0.6 მილიონი ლარი მიიღო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.1 მილიონით ნაკლებია. „საზოგადოებრივი მაუწყებლისშემოსავალი როგორც გასული წლის III კვარტალში, ისე მიმდინარე წელს, 0.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო რაც შეეხებასილქნეტს“, მათი კომერციული შემოსავლები 0.1 მილიონით გაიზარდა და სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა.

რადიო მაუწყებლების მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90.1% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 9.9% სპონსორობაზე მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.