„ქართულ ცეკვას აქვს ის უხილავი, სულიერი ბირთვი, მუხტი, რომელიც სხეულის და მოძრაობების ნაერთს, ჩაცმულს ჩოხაში, აძლევს იმპულსს ქართული მოძრაობისკენ“ - ეს სუხიშვილებია, ეროვნულ საგანძურად ქცეული ნაციონალური ბალეტი, რომელიც საკუთარ თავში ძველ ტრადიციებთან ერთად ინოვაციებს აერთიანებს და ამ ჰარმონიული სინთეზით მუდმივ, ნოვატორულ განვითარებას არ წყვეტს.

სწორედ მუდმივი მოძრაობა და გამბედაობა იქცა სუხიშვილების ვიდეოს მთავარ შთაგონებად და ინსპირაციად, რომელიც კრეატიული სტუდია JoyBoy-ის მიერ შეიქმნა.

ვიდეო სუხიშვილების ანსამბლის მსოფლიოსთვის გაცნობას ისახავს მიზნად - 15 000-ზე მეტი წარმოდგენა, 100-ზე მეტი ქვეყანა, 80-ზე მეტი წელი - ეს მხოლოდ დასაწყისია.

პროექტზე მუშაობის პროცესში დიდი წვლილი ფაიერ ფროდაქშენს მიუძღვის. ჩვენი ამოცანა მსოფლიოსთვის სუხიშვილების რაობის მოყოლა იყო იმ ვიდეოსა და განახლებული ლოგოს მეშვეობით, რომელსაც ანსამბლი საკუთარი მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე - იაპონიასა, ინგლისსა თუ ახალ ზელანდიაში წარადგენს. ამიტომ, ვეცადეთ მთავარი სათქმელი ანსამბლის 80 წლიანი ისტორიით, უამრავი წარმოდგენით, ფეხზე მდგარი ლა სკალათი, უნიკალური ტანისამოსებითა და მოძრაობებით გამოგვეხატა, რომელიც მაყურებელს, უნივერსალური ენით გაუზიარებს სათქმელს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს“, - აღნიშნავს კრეატიული სტუდია JoyBoy-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი კვიტატიანი.

დამკვეთი: სუხიშვილები

კრეატიული სტუდია - JoyBoy

წარმოება: Fire Production

JoyBoy

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გიორგი კვიტატიანი

აღმასრულებელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ლაშა დ. კოტორი

უფროსი არტ დირექტორი: ლუკა ივანიძე

უფროსი ქოფირაითერი: ზუკა ბერძენიშვილი

უფროსი დიზაინერი: გიორგი ხარძიანი

ექაუნთ მენეჯერი: ლაშა კოტორაშვილი

კადრირება: აკო რეხვიაშვილი

შექმოქმედებითი გუნდი: სოფო ლომინეიშვილი, ნუცა კაკულია, შიო ფეიქრიშვილი, მარიამ ტეფნაძე, ნუცა კერესელიძე, მარიამ კოტიშაძე, სანდრო ლალიაშვილი

FIRE PRODUCTION

აღმასრულებელი პროდიუსერი: თამარ თვარაძე

პროდიუსერი: მარიამ ზუბაშვილი

რეჟისორი: გიორგი მეშველიანი

დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე

სამხატვრო ჯგუფი: Nisley Studio

სტედიკამ ოპერატორი: დათო ოდიშარია

ლაინ პროდიუსერი: მარიამ ფრანგიშვილი

1st AD: შოთა მესხაძე

ფროდაქშენ ასისტენტი: გვანცა მინდიაშვილი

სეტ მენეჯერი: ვალერიან ურუშაძე

გაფერი: გიორგი გოგატიშვილი

ფოკუს ფულერი: ირაკლი დურუ ჟღენტი

კამერის და განათების ჯგუფი: გოგა კარბელაშვილი, ვაჟა აფრასიძე, ბიძინა ჩხაიძე, გიორგი მარსაგიშვილი, ცოტნე მარსაგიშვილი, გიორგი გოგბაიძე, გიორგი ლომიძე.

მონტაჟი: El Mariachi

მუსიკა: ილიკო სუხიშვილი უმცროსი - ჯარა

ხმის დიზაინი: POSTRED

გრაფიკა: გიორგი კორგანოვი

ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე

ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლაიშვილი

კამერის და განათების რენტალი: JAGA GRIP