2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველო საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 66.7 მლნ დოლარით გაიზარდა და 4.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნისმაკროეკონომიკური სტაბილურობისმნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკისგრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისმიმართულია საერთაშორისო რეზერვებისდაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდანგამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებასგანაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, ხოლო აპრილში 266.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აპრილში წმინდა შესყიდვებმა 368.1 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების მაისის სტატისტიკა კი 25 ივნისს გამოქვეყნდება.

 

2025 წლის მაისის მდგომარეობით ოქროს წილიმთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში16.4% (752.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროსფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 252.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნებს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.