საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings" თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB –''-დან „BB" დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-''დან „bb''- მდე გაზარდა. ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ" ნიშნულზე შენარჩუნდა.
„Fitch Ratings"-ის განცხადებით, თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილით, რაც დასტურდება თიბისის მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით.
„ჩვენ ძალიან გვახარებს თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით „Fitch Rating"-ის გადაწყვეტილება. ეს სარეიტინგო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ფუნდამენტურ ფინანსურ სიძლიერესა და რისკის მყარ პროფილს, რაც გამოხატულია აქტივების ჯანსაღი ხარისხით და მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით" - განაცხადა თიბისი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.