დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან, 363 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52 მილიონი ლარით ნაკლებია.
2024 წლის ექვს თვეში, სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა, 415 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ქართულ ბაზარზე რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.