საქართველოში არსებული კანონმდებლობა კრიპტო სამყაროს მიმართ ბუნდოვანია, მაგრამ ეროვნული ბანკი უკვე რამდენიმე წელია, რაც ცდილობს, რომ აღნიშნული მიმართულებით არსებული რეგულაციები დახვეწოს და შექმნას ახალი ინიციატივებიც. ამის ნათელი მაგალითია გასული წლის მოვლენები, როდესაც სებ-მა კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხებს გაცემა აუკრძალა, ბრძანება ძალაში 2023 წლის 1-ელი ივლისიდან შევიდა.

„ბიზნესპრესნიუსმა“ გადაწყვიტა „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელს, ავთანდილ კუჭავას დაკავშირებოდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ქართულ კანონმდებლობაში, კრიპტოვალუტასთან მიმართებით მრავალი ხარვეზი და უზუსტობაა, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზიც, კომუნიკაციის ნაკლებობა გახლავთ საჯარო და კერძო სექტორს შორის. ხოლო ბოლო პერიოდში „სებ“-ის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად ეხებოდა ფულის გათეთრსების საკითხს.

„ბოლოს მიღებული რეგულაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგაა მიმართული. მეტი არაფერი არ უნდა დაემატოს ამას, რადგან შემოდის როგორც KYC, ისე ფულის მიმოქცევის სტანდარტები, ეროვნული ბანკი სწორედ ამ კუთხით მუშაობს ახლა. აღნიშნული რეგულაცია ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კრიპტო საქმიანობასთან და სხვის ფულთან შეხება. სხვათა შორის, აქაც რამდენიმე გაუმართავობაა, ვინაიდან ბუნდოვანია რას ნიშნავს სხვის ფულთან შეხება და კრიპტო საქმიანობა, რთულია იმის დადგენაც კი, შემიძლია თუ არა ჩემი ფულით კრიპტო ვიყიდო და გავყიდო“, - აღნიშნავს ავთანდილ კუჭავა „ბიზნესპრესნიუსთან“.

 ვრცლად იხილეთ: bpn.ge