ბოლო წლების განმავლობაში ცენტრალური ბანკების მიერ შეძენილმა ოქროს მოცულობამ, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ყველაზე მეტ ოქროს? - რეიტინგი საერთაშორისო RankingRoyals.com-მა შეადგინა და გამოკვეთა ის ქვეყნები, სადაც ოქროს რეზერვების მოცულობა ყველაზე მეტია.

შეერთებული შტატების ოქროს მარაგი 8000 ტონაზე მეტია, რაც თითქმის იმდენია, რამდენიც ოქროს მომდევნო სამი უმსხვილესი მარაგის მქონე ქვეყნებში არსებული მოცულობა ჯამში. 

მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, გერმანია და იტალია არიან. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი საფრანგეთი და რუსეთი ინაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ოქრო რჩება მნიშვნელოვან სარეზერვო აქტივად ქვეყნის ეკონომიკისთვის და მომავლისთვის.