საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

გიორგი დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს.