საქართველოს ბაზარზე მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ჯამში 1.63 მლრდ ლარის ღირებულების ქონებაა დალომბარდებული.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო სექტორის კონსოლიდირებული მონაცემებიდან ირკვევა, 2026 წლის პირველ კვარტალში მისო-ებს სულ გაცემული აქვთ 1.628 .411 .915 ლარის სალომბარდე სესხი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შარშან მისო-ებში 1.172.139.307 ლარის საქონელი იყო დაგირავებული.

უფრო კონკრეტულად, მიკროსაფინანსოებში ყველაზე დაგირავებადი საქონელი ოქრო და ძვირფასეულობაა, რომლის ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1.055.338. 574 ლარი შეადგინა, მეორე ადგილზე ავტომობილებია 115 მლნ ლარით, მესამეზე კი უძრავი ქონება 1.32 მლნ ლარით.