1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8746 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8746 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0268 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0252 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9967 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0285 ლარი შეადგინა.
განსხვავებულია ეროვნული ვალუტის კურსი კომერციულ ბანკებში:
საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ყიდვა 2.9200 ლარად არის შესაძლებელი, ერთი დოლარის გაყიდვა კი 2.7800 ლარად.
თიბისი ბანკში 1 დოლარის ყიდვა 2.9120 ლარად შეიძლება, გაყიდვა კი 2.7880 ლარად.