10 ივლისის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6371 ლარი გახდა, რაც წინა კურსთან შედარებით ლარის 0.05 თეთრით გამყარებას ნიშნავს.
ამავე დროს, ლარი ევროსთან მიმართებით მცირედით გაუფასურდა. ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0147 ლარი შეადგინა, რაც 0.07 თეთრით ზრდაა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებითაც ეროვნული ვალუტა 0.36 თეთრით გაუფასურდა - ერთი ფუნტის ფასი 3.539 ლარი გახდა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მისი ოფიციალური კურსი 5.61 თეთრით განისაზღვრა.