9 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.6376 ლარი გახდა, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით ლარის 0.08-თეთრიან გამყარებას ნიშნავს.

ამავე პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებით 0.31 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.014 ლარით განისაზღვრა.

გაუფასურდა ეროვნული ვალუტა დიდი ბრიტანეთის ფუნტ სტერლინგთან მიმართებითაც. ახალი ოფიციალური კურსით, ერთი ფუნტი 3.5354 ლარი ღირს, რაც ლარის 1.16-თეთრიან გაუფასურებას ასახავს.

რაც შეეხება თურქულ ლირას, 10 ივლისისთვის მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი 5.63 თეთრს შეადგენს.