22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7258 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.14 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6796 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.59 თეთრი შეადგინა.