კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ, 3.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას reuters-ი CoinGecko-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიტიკისა და მონაცემთა აგრეგატორის CoinGecko-ს თანახმად, კრიპტოვალუტების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ აზიაში 14 ნოემბრის დილას თითქმის 3,2 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
კრიპტოვალუტის გლობალურ ბაზარზე აქციების ფასების და კაპიტალიზაციის ზრდა აშშ-ს საპრეზიდენტო არცევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირდება.
მთავარი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულებამ 90 000$-ს გადააჭარბა. ეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ციფრული ვალუტის ყველაზე მაღალი ფასია. ტრეიდერები ღირებულების ზრდას ისევ ვარაუდობენ, მთავარი მიზეზი კი 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიპტო-მეგობრული დამოკიდებულებაა.