მომსახურების მიმწოდებელთა ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების, მომხმარებელთა ნდობის განმტკიცებისა და ციფრული სამყაროს თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო შეიმუშავა.
სახელმძღვანელო ელექტრონული კომერციის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების სისტემურ გააზრებასა და ციფრულ გარემოში მოქმედი სუბიექტებისთვის პრაქტიკულ გზამკვლევ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობას ემსახურება. გზამკვლევში განხილულია ელექტრონული კომერციის სუბიექტების როლი, მათი უფლებები და მოვალეობები, მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები, ციფრულ სივრცეში მანიპულაციური პრაქტიკების პრევენცია და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები.
დოკუმენტი ელექტრონული კომერციის სუბიექტებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვისაა განკუთვნილი. ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო ელექტრონული ვაჭრობის პროცესის გამარტივებასა და მისი პრაქტიკული გამოყენების გაზრდას ემსახურება.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს