"პანორამა ჯგუფის" ფინანსური მენეჯერი ლადო კუჭავა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ უძრავი ქონების ბაზრისთვის დეველოპერული სესხების გაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ვსაუბრობთ ამ მიმართულების განვითარებაზე.
"ჩვენი გამოცდილებით, ბანკები ყოველთვის ხედავენ რიცხვებს, რაც პროექტების შინაარსის უკან დგას. თუ მომგებიანობა მაღალია და რისკები შებასაბამისად დაბალი, საფინანსო ინსტიტუტები არასდროს ამბობენ უარს დაფინანსებაზე. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და პაუზა დროებითია. ჩვენს კომპანიას აქვს გამოცდილება დეველოპერული მიმართულებით. უკვე სამი პროექტი გვაქვს ქუთაისში და კიდევ რამდენიმეს ვიწყებთ მიმდინარე წელს, მოლაპარაკების ეტაპზე ვართ რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან. ის რომ დეველოპერული სესხები გაჩერებულია, ჩვენი პრაქტიკით მაგ ფაქტს ვერ დავეთანხმებით,"-აცხადებს ლადო კუჭავა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მათ შორის, კომპანიებს ახალი პროექტების დაწყება უჭირთ. მიზეზი ბანკების მხრიდან სესხების გაცემის შეჩერებაა.