2025 წლის პირველ კვარტალში, რუსეთში გაუქმდა ცხრა ბანკი და ორი არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტი - აღნიშნულია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.

„საკრედიტო ინსტიტუტების რეგისტრაციისა და ლიცენზირების შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის იანვარ-მარტში, ბანკების ლიკვიდაციის შესახებ სახელმწიფო სარეგისტრაციო წიგნში შევიდა ინფორმაცია შემდეგი ბანკების ლიკვიდაციის შესახებ:«Стрела», КС Банк, Саровбизнесбанк, «Витязь», Спецсетьстройбанк, "Волжский Социальный Банк", "Первый Депозитный Банк".

ლიკვიდირებული ბანკების სიიდან კიდევ ორმა ბანკმა, "Открытие"-ემ და "Росбанк"-მა, არსებობა შეწყვიტა 2025 წელს სხვა საკრედიტო ინსტიტუტებთან შერწყმის შედეგად. კერძოდ, Открытие" გახდა ВТБ-ის ნაწილი, ხოლო "Росбанк"-ი გახდა "Т-Банк"-ის ნაწილი.

ლიკვიდირებულთა სიაში ასევე შედის ორი არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია: "Северная Клиринговая Палата" დს "ЮСиЭС".

ამასთან, 2025 წლის პირველ კვარტალში, საბანკო ოპერაციების განხორციელების ლიცენზია, მთელს ქვეყანაში, მხოლოდ ერთმა საკრედიტო ინსტიტუტმა, "Цифровые Решения"-მ მიიღო.

ლიკვიდაციის ოფიციალურ მიზეზებად სახელდება სხვადასხვა საკითხი - დაწყებული მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, გაგრძელებული გაკოტრებით, სისხლის სამართლის საქმეებით, სასამართლო სამართალწარმოებით და დამთავრებული ნებაყოფლობითი ლიკვიდაციით.

თუმცა დარგის ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ რეალური მიზეზები იმალება ქვეყნის შიგნით არსებულ მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ სიტუაციაში და საბანკო სექტორზე დაწესებულ სანქციებში. კერძოდ რუსულ საბანკო ორგანიზაციებს შეუწყდათ წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ინსტრუმენტებთან და ასევე მათი საქმიანობა შეიზღუდა საერთაშორისო გადარიცხვის სისტემების გაჩერებით. ასევე პრობლემებს ქმნის მაღალი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, რის გამოც მოსახლეობამ და ბიზნესმა არსებითად შეამცირა სესხების აღება. ასევე პრობლემაა მაღალი პროცენტები დეპოზიტებზე, რომელსაც ბევრი ბანკი უბრალოდ ვეღარ იხდის.

ექსპერტების აზრით, ეს ვითარება შესაძლოა ქვეყანაში სერიოზული საბანკო კრიზისის დასაწყისი იყოს“, - ამბობს სურამელაშვილი.