„გაზარდე შენი ბიზნესი“ - ასე ეწოდება კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციით ბიზნეს და აგრო სესხებზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეუძლიათ. რას წარმოადგენს კამპანია - „გაზარდე შენი ბიზნესი“ და რას სთავაზობს „ლიბერთი“ მომხმარებელს. ამის შესახებ „ლიბერთის“ წარმომადგენლებმა „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრეს.
მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ საგაზაფხულო აქციის პირობები მიმოიხილა.
„ლიბერთის“ აქციის - „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლებში, ფაქტობრივად მეორე წელია, რაც ჩვენს მომხმარებლებს სიახლეებს ვთავაზობთ.
„გაზარდე შენი ბიზნესი“ ლიბერთისთან ერთად, კარგად ერგება იმ საგაზაფხულო აქციას, რასაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ 1 მარტიდან. ესაა 2%-იანი ქეშბექი, რომელსაც ვუბრუნებთ ყველა იმ მომხმარებელს, ვინც აიღებს ჩვენთან ბიზნეს ან აგრო სესხს.
თან, ყველაზე კარგი და საინტერესო ისაა, რომ 2% ქეშბექის დაბრუნება ხდება სესხის გაცემიდან ერთ თვეში და დაბრუნებული თანხის გამოყენება სურვილისამებრ შეუძლია მომხმარებელს. შეუძლია გამოიყენოს ბიზნეს საქმიანობისთვის, პირადი მოხმარებისთვის, თუნდაც ანგარიშზე დატოვოს და სესხის დასაფარად გამოიყენოს.
რაც შეეხება 2%-ს, სესხის თანხები არის 1000 ლარიდან 50 000 ლარამდე და საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი თანხა გამოდის და კარგი შეღავათია მომხმარებლისთვის,“- განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.
ვის შეუძლია ისარგებლოს ბიზნეს სესხით. ირაკლი აბაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს შემოსავალი ან ბიზნესიდან, ან აგრომრეწველობიდან და სესხის მიზნობრიობას მნიშვნელობა არ აქვს.
„შეუძლია როგორც ბიზნეს მიზნობრიობით, ასევე სამომხმარებლო ან აგრო მიმართულებით გაიტანოს თანხა და ისარგებლოს აღნიშნული სესხით,“- აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.
მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია იმ კამპანიაში მონაწილეობა, რომელიც მარტის დასაწყისში დაიწყო და რა სარგებელს მიიღებს მეწარმე მასში მონაწილეობით (2%-იანი ქეშბექის გარდა).
ხათუნა ჭელიძის თქმით, ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ლიბერთიში აქვს მოქმედი აგრო ან ბიზნეს სესხი, შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს დამატებით თანხა და ჩაერთოს ამ აქციაში. ასევე აქციაში შეიძლება ჩაერთოს, ლიბერთის ნებისმიერი კლიენტი, რომელიც აქამდე არ სარგებლობდა ამ სესხით და ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის კლიენტი, რომელსაც აქვს ბიზნესიდან ან აგრო მეურნეობიდან შემოსავალი.
„ზოგადად, ეს კამპანია - „გაზარდე შენი ბიზნესი“, აქტუალურია და ზუსტად კლიენტების დაინტერესებიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ მეორე წელია ვაგრძელებთ ამ კამპანიას. საგაზაფხულო სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ სეზონზე ფინანსურ რესურსებზე წვდომა ჰქონდეს ჩვენი სეგმენტის კლიენტებს. შესაბამისად, თუ მოგვმართავენ და სესხს აიღებენ და ჩადებენ ბიზნესში განვითარებისთვის, სწორად გამოიყენებენ ამ თანხას, რა თქმა უნდა მიიღებენ სარგებელს, კონკრეტულად ამ რესურსებით და ასევე, იმ 2%-მდე ქეშბექით, რომელსაც დაიბრუნებენ სესხის აღებიდან ერთ თვეში, “- აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
რა მოცულობის სესხებზე გავრცელდება აქცია, ითვალისწინებთ თუ არა სეზონურ ციკლს და როგორია გადახდის გრაფიკი, კონკრეტულად აგრო სესხების შემთხვევაში.
ირაკლი აბაშიძის თქმით, რაც შეეხება გადახდის გრაფიკს, ბანკი ცდილობს, რომ მომხმარებელს და მის საჭიროებებს მოერგოს.
„ჩვენ ვსაუბრობთ აგრო სესხებზე და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გრაფიკის შერჩევა მომხმარებლისთვის. ერთი- ზუსტად იმ პერიოდში მოუწიოს მომხმარებელს გადახდა, როდესაც მას აქვს შემოსავალი (საშემოდგომოდ, როცა მოდის მოსავალი, მომხმარებელი აბინავებს მოსავალს, ელოდება ფასის ზრდას და შემდეგ უკვე აკეთებს რეალიზაციას). ფაქტობრივად, ვეხმარებით მომხმარებელს, რომ დააბინაოს, დაელოდოს ფასის ზრდას და შემდეგ გადაიხადოს. ამ პერიოდის განმავლობაში, აქვს შეღავათი როგორც პროცენტზე, ასევე ძირზე. სეზონზე, პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ, უკვე იხდის როგორც პროცენტს, ასევე ძირს. ამ ყველაფერს ასევე რომ ემატება ის 2%-ანი ქეშბექი, რასაც აქციის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ, საკმაოდ კარგი პირობები გამოდის. ფაქტობრივად, ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სურს სესხის აღება და შემოსავლები აქვს აქედან, ყველას შეუძლია ჩაერთოს და ისარგებლოს აღნიშნული კამპანიით. აღნიშნული აქცია 1 მარტს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება,“- აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.
„ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილემ კამპანიის უკვე გავლილი პერიოდიც შეაჯამა
„ეს მოკლე პერიოდიც რომ შევაჯამოთ, 1 მარტიდან 22 მარტამდე საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს. ძალიან ბევრმა მომხმარებელმა მოგვმართა, ბევრმა ისარგებლა აღნიშნული ქეშბექით და ჩვენთვისაც სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ საგაზაფხულო სამუშაოებზე, როცა ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საუკეთესო პირობებით მივაწოდოთ სესხები.“- აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.
ხათუნა ჭელიძემ უზრუნველყოფის ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, ამ სეგმენტის კლიენტებისთვის, ფერმერებისთვის, აგრო მეურნეობის მფლობელებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მიეწოდოთ ეს ფინანსური რესურსი. შესაბამისად, როდესაც ბანკი არ ითხოვს უზრუნველყოფას (ამაში მოიაზრება როგორც უძრავი ქონება, ისე თავდებობა) კლიენტს სესხის აღება განაცხადის შევსებიდან რამდენიმე საათში შეუძლია.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იქნეს შეფასებული კლიენტის შემოსავლები და საჭიროებები იყოს განსაზღვრული და ამ საჭიროებებზე და შემოსავლებზე მორგებულად იყოს თანხა გაცემული. თანხა იყოს გაცემული სწრაფად, დაბრკოლებების გარეშე, რომ ამ ადამიანებმა სწორად მართონ ფინანსური რესურსები და ამას დამატებული 2%-იანი ქეშბექი, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის,“- აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ ბანკის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების გაძლიერება ბანკის მენეჯმენტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესი. ბოლო წლებში, ბანკის მენეჯმენტმა (სტრატეგიის კუთხით) გამოაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს ლიბერთი ბანკში. სწორედ ეს განვლილი პერიოდი (წინა წელიც) რომ შევაჯამოთ, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა როგორც არსებული, ასევე პოტენციური მომხმარებლებისთვის, რომ მათ მიიღონ ყველა სახის მომსახურება ლიბერთი ბანკში.
ეს აქციაც მაგას ემსახურება, რომ კიდევ უფრო ახლოს და კარგი პირობებით მივიდეთ ჩვენს მომხმარებლებამდე. ასევე, ჩვენს მომხმარებლებს, მომავალ თვეებშიც საკმაოდ საინტერესო და კარგ რაღაცებს შევთავაზებთ. ასე, რომ საკმაოდ საინტერესო წელი გვექნება როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მომხმარებლებს,“ - აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.