ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სარკინიგზო ხიდი გაიხსნა. ის ქაშმირის ველს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს. ცერემონიაში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიიღო მონაწილეობა.

მდინარე ჩენაბის გასწვრივ მდებარე 1.3 კმ სიგრძის მასშტაბური ნაგებობა ზღვის დონიდან 359 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს - ეს ეიფელის კოშკის მწვერვალზე 29 მეტრით მაღალია. პროექტის ღირებულებამ 160 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ხიდს შეუძლია გაუძლოს მიწისძვრებს და 74 მ/წმ-მდე სიჩქარის ქარის ნაკადებს. როგორც მითითებულია, მთავარი თაღოვანი მალის დასამონტაჟებლად გამოყენებული იქნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საკაბელო ამწე.

ვრცლად buyingbusinesstravel–ზე