სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმებით ბიუჯეტში 3 579 104 ლარი შევიდა, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 006 397 ლარი იყო.
მონაცემების თანახმად დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმებით ბიუჯეტში 255%-ით მეტი თანხის მობილიზება მოხდა.