Galt & taggart 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის. ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის I კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.8%-დან 5.8%-მდე ზრდიან. ამას გარდა, Galt & taggart-მა წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 5.2%-დან 4.7%-მდე შეამცირა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით - 2.65-დან 2.55-მდე.
“მარტში ინფლაციის სწრაფი შემცირების გამო გადავხედეთ წლიური საშუალო ინფლაციის პროგნოზს და 4.7%-მდე შევამცირეთ. ჩვენი პროგნოზით ინფლაცია მიზნობ 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოს დაუახლოვდება”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.
2018 წლიდან ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. Galt & taggart უცვლელად ტოვებს საკუთარ პროგნოზსს ტურიზმის შემოსავლებზე, ორგანიზაცია 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15% -ით 4 მლრდ დოლარამდე ზრდას ელოდება.
2023 წელს საქართველოში 4-5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4%-დან 4.5%-მდე გაზრდის. IMF-ის შეფასებით 2023-ში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, მსოფლიო ბანკი (ADB) – 4.4% -იან ზრდას ვარაუდობს, EBRD – 5%. საქართველოს მთავრობას 2023 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე აქვს დაგეგმილი
Galt & taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.8%-მდე გაზარდა
ლავროვმა ოკუპ. რეგიონების ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსგან თავდაუსხმელობის საკითხი განიხილა
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების გზამკვლევს ამზადებს, სიაში საქართველო არ არის - Politico
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება - ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს - ირაკლი კობახიძე
მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე