იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2026-2027 წლის პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. 2026-2027 წლის გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 აგვისტომდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

გახდი საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანი სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული

კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს შესაძლებლობა აქვთ, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.

პროგრამაზე განაცხადების მიღება 2025 წლის 25 ივლისამდე განახლდება. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge