საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ენ ბი სი“ ეროვნულმა ბანკმა 53 800 ლარით დააჯარიმა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, დაჯარიმების მიზეზები შემდეგია:

  • ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დარღვევის 6 შემთხვევა;
  • 16 კლიენტთან მიმართებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების ფაქტი;
  • 4 შემთხვევაში პროვაიდერის მიერ განხორციელდა "კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე" ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა.

ცნობისთვის, შპს „ენ ბი სი“-ს წილის 100%-ს დავით ქიტიაშვილი ფლობს.