საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 46.79 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.88%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.18%-ით მეტი).
2023 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, დეპოზიტების მოცულობის მიხედვით ლიდერი „საქართველოს ბანკია“, მეორეზე კი „თიბისი ბანკი“ აღმოჩნდა, შესაბამისად ამ ორი უდიდესი ბანკის ანგარიშზე დეპოზიტების დაახლოებით 81%-ია.
ტოპ 7 ბანკი დეპოზიტების მოცულობის მიხედვით:
„საქართველოს ბანკი“ - 2023 წლის მეორე კვარტალი 18.7 მლრდ ლარი , 2023 წლის პირველი კვარტალი 18 098 649 913 ლარი.
„თიბისი“ - 2023 წლის მეორე კვარტალი 18.69 მლრდ ლარი, 2023 წლის პირველი კვარტალი 17 429 453 792 ლარი.
„ლიბერთი ბანკი“ - 2023 წლის მეორე კვარტალი 2.76 მლნ ლარი, 2023 წლის პირველი კვარტალი 2 773 523 686 ლარი.
„ბაზის ბანკი“ - 2023 წლის მეორე კვარტალი 1.89 მლნ ლარი, 2023 წლის პირველი კვარტალი 1, 878, 552 ლარი.
„ქართუ ბანკი“ - 2023 წლის მეორე კვარტალი 1.12 მლრდ ლარი, 2023 წლის პირველი კვარტალი 987 844 734 ლარი.
„ტერა ბანკი“ - 2023 წლის მეორე კვარტალი 982 მლნ ლარი, 2023 წლის პირველი კვარტალი 925 871 941 ლარი.
„პროკრედიტ ბანკი“ - 2023 წლის მეორე კვარტალი 921.8 მლნ ლარი, 2023 წლის პირველი კვარტალი 890 008 569 ლარი.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 49.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.05 პროცენტული პუნქტით).
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.45% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.91%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.36%, ხოლო ევროს წილმა 19.17% შეადგინა.