საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოც. მომსახურება) 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი, - ამის შესახებ იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია  ISET Policy Institute-ი, რომელიც უნივერსიტეტში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში.

შეგახსენებთ, ჩვენს ქვეყანაში კაცების დასაქმების დონე 43%-ით მაღალია, ვიდრე ქალების და, როგორც ორგანიაცია განმარტავს, შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობის ზრდა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის.

ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ზრუნვაზე დღეში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. 

ამავდროულად, საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს.

ორგანიზაციის შეფასებით, ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ნიშნავს, რაც ქვეყანაში მეტი დოვლათის დაგროვებას უწყობს ხელს.