Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7809 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7848 კურსით დაიწყო.

რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, 10 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 2.7938 ლარი. 
  • 1 ევრო - 2.9564 ლარი. 
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.5694 ლარი. 
  • 1 თურქული ლირა - 0.0802 ლარი. 
  • 100 რუსული რუბლი - 2.8091 ლარი.