ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სექტორის ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით დაკრედიტების ტემპი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.
მაისში ბიზნესის დაკრედიტების მატებამ 10.1% შეადგინა, გასულ წელს კი ზრდის ტემპი 15% იყო, ამასთან ცალკეულ სექტორებში წელს უფრო ნაკლები სესხი გაიცა ვიდრე 2022-ში.
კონკრეტული სექტორების მიხედვით, ბიზნესის დაკრედიტების მაჩვენებლები შემდეგია:
• ვაჭრობა და მომსახურება - 14.2%;
• ენერგეტიკა - მინუს 6.2%;
• სოფლის მეურნეობა - 2.2%;
• მშენებლობა - 15.2%;
• მრეწველობა - 5.8%;
• ტრანსპორტი - 7.2%;
• სხვა - 2,8%.
რაც შეეხება მთლიანად საკრედიტო პორტფელს, მისი ზომა 45.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან 20.4 მილიარდი ლარის კრედიტები იურიდიულ პირებზე, 25.3 მილიარდის კრედიტები კი ფიზიკურ პირებზე არის გაცემული. გარდა ამისა, მთლიანი სესხების 55% ლარში, 45% კი უცხოურ ვალუტაში არის გაცემული.
ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპი შემცირებულია
შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს - ირაკლი კობახიძე
ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე - ირაკლი კობახიძე
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება
,,ტყუილად ნუ წვალობთ! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი" - ექსპრემიერი მე-6 წერილს აქვეყნებს
იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას- ირაკლი კობახიძე