კრიპტოვალუტის ანალიტიკოსმა და BitMEX ბირჟის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეისმა გააზიარა საკუთარი თვალსაზრისი ბიტკოინის სამომავლო პოტენციალზე. ჰეისი დარწმუნებულია, რომ TCB-ს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს მთავარი ვალუტა.

ექსპერტის აზრით, ბიტკოინი გააძლიერებს თავის პოზიციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, შეასუსტებს აშშ დოლარის გავლენას. საშუალოვადიან პერსპექტივაში, BTC შესაძლოა გახდეს მსოფლიოს სარეზერვო ვალუტა. ინვესტორების მზარდი რაოდენობა განიხილავს კრიპტოვალუტას, როგორც კაპიტალის შენარჩუნების მთავარ საშუალებას, აღნიშნა არტურ ჰეისმა.

გასული წლის განმავლობაში გლობალურ ეკონომიკაში დოლარის გამოყენება შემცირდა. აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნები აფორმებენ შეთანხმებებს ჩინეთთან და ინდოეთთან ეროვნულ ვალუტაში ორმხრივი ანგარიშსწორების შესახებ, - აღნიშნა BitMEX-ის ყოფილმა დირექტორმა.

ჰეისმა იწინასწარმეტყველა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა და აშშ-ის მთავრობა შეეცდებიან შეინარჩუნონ ამერიკული ვალუტის დომინანტური პოზიცია, მაგრამ ისინი ვერ შეაჩერებენ მის დასუსტების პროცესს.

მარტის ბოლოს ჰეისმა განაცხადა, რომ BTC 1 მილიონ დოლარამდე გაიზრდებოდა. გლობალური ფინანსური კრიზისი ძირს უთხრის ინვესტორების ნდობას ტრადიციული საბანკო სისტემის მიმართ და აიძულებს მათ მოძებნონ ალტერნატიული ინსტრუმენტები. სწორედ ეს ფაქტორი ქმნის პირობებს წამყვანი კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდისთვის.