ბიტკოინი $82 000–იან ნიშნულსაც ასცდა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა, რითაც კიდევ უფრო მეტად მიიპყრო ინვესტორების ყურადღება.
კრიპტოვალუტის ზრდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. დღეს კი ბიტკოინმა 82 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ კვირაში 16%-ზე მეტად მოიმატა.
ბიტკოინის ფასმა მატება დაიწყო 5 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. იმ დროს ბიტკოინის ღირებულება 68 ათასი დოლარი იყო.