ბიტკოინმა ბოლო დროინდელი მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საბაზრო კაპიტალიზაციაში ვერცხლს გადაუსწრო და მსოფლიოში მერვე უდიდესი აქტივი გახდა.
Coinmarketcap-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულებამ 89 ათას დოლარს გადააჭარბა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციამ 1,75 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
ყველაზე ღირებული აქტივების გლობალურ რეიტინგში ბიტკოინი ჩამორჩება მხოლოდ ოქროს, Nvidia-ს, Apple-ს, Microsoft-ს, Google-ს, Amazon-სა და Saudi Aramco-ს აქტივები.