მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს შორის გადარიცხვა (RTGS სისტემით) დღიურად საშუალოდ 197 219 ოპერაცია ხორციელდებოდა და მათი ჯამური მოცულობა დღეში 1.55 მილიარდი ლარი იყო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე წლის სტატისტიკის მიხედვით, ბანკები ყველაზე მეტ გადარიცხვის ოპერაციებს დილის 10:00-11:00 საათის ინტერვალში ახორციელებდნენ.
ბანკთაშორისი ანგარიშსწორების მაჩვენებლები 2023 წლის მარტის მდგომარეობით დროის დიაპაზონის მიხედვით:
09:00 - 10:00 სთ.- 24,673 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 111,405,352 ლარი;
10:00 - 11:00 სთ.- 48,267 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 157,731,884 ლარი;
11:00 - 12:00 სთ.- 12,250 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 96,118,511 ლარი;
12:00 - 13:00 სთ.- 10,746 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 79,463,238 ლარი;
13:00 - 14:00 სთ.- 11,528 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 75,934,555 ლარი;
14:00 - 15:00 სთ.- 11,442 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 57,754,122 ლარი;
15:00 - 16:00 სთ.- 14,003 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 84,641,638 ლარი;
16:00 - 17:00 სთ.- 10,685 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 78,926,757 ლარი;
17:00 - 18:00 სთ.- 11,926 გადარიცხვა, ჯამური თანხის საშუალო დღიური მაჩვენებელი 129,712,803 ლარი.